воскресенье, 19 октября 2014 г.

ტრენინგის მე-8 დღე

ამ დღემაც საინტერესოდ ჩაიარა. დავამთავრეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. მე მგონი ყველაფერი კარგად გამოვიდა, ამას ტრენინგის ბოლო დღეზე შევიტყობ. მოუთმენლად ველოდები პრეზენტაციას და ყველა ჩემს კოლეგას წარმატებებს ვუსურვებ.
ტრენინგები ასე ხარისხიანად და ნაყოფიერდ, რომ წარიმართა ჩვენი ტრენერის დამსახურებაა.
ჩვენო კარგო ნათი, გისურვებ ულევ ბედნიერებას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში. 

понедельник, 13 октября 2014 г.

მე-7 დღე

ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. მგონი კარგად გავართვი თავი, ვნახოდ საბოლოოდ რა გამომივა. 

среда, 8 октября 2014 г.

ტრენინგის მე-6 დღე

საოცარი დღე იყო. ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ ისევ.შევავსეთ მოსწავლეთა ნაშრომის  შეფასების რუბრიკა, ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა youtube-დან და ბლოგზე განთავსება, ჩანართების გაკეთება, word-ში, exsel-ში, powerpoint- ში შეცდომების გასწორება.
ყველაზე მაგარი იმ ვიდეოს ნახვა აღმოჩნდა, სადაც ისტ- ს გამოყენებით ერთი საჩვენებელი გაკვეთილი იყო მოცემული და მე ის განვათავსე ჩემს ბლოგზე.


понедельник, 6 октября 2014 г.

მე-5 დღე

განწყობა ოპტიმისტურია, თუ ტრენინგის ბოლომდე გამყვა. ალბათ ყველაფერს დავიმახსოვრებ რასაც ნათია გვასწავლის.
დღევანდელ დღეს კი ვისწავლე როგორ მოვახდინო საავტორო უფლებების დაცვა; ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის შექმნაზე და სხვა.

воскресенье, 5 октября 2014 г.

ტრენინგის მე-4 დღე

მუშაობა აქტიურ ფაზაში შედის. ვისწავლეთ პროექტის გეგმის პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. ვიღლები, მაგრამ სასიამოვნო დაღლაა
. საოცარია რამდენი რამის გაკეთება შეიძლება კომპიუტერის დახმარებით. 

понедельник, 29 сентября 2014 г.

ტრენინგის მე-3 დღე

საგაკვეთილო პროცესის შემდეგ როგორ ვახერხებ ტრნინგზე მუშაობას მართლაც გასაკვირია.
 დამღლელი სატრანსპორტო საშუალება. როგორც იქნა მივედი ტრენინგზე და კარგმა სამუშაო გარემომ მაიძულა მთლიანად ჩავრთულიყავი მუშაობის პროცესში.
დღეს ვისწავლეთ: როგორ შევადგინო პროექტის გეგმა; ბლოგებზე კომენტარების დადება; დოკუმენტების გაზიარება.
მე მგონი კარგად ვიმუშავე, მქონდა პატარა ხარვეზებიც. როგორც ვატყობ ყოველდღე სამუშაო რთულდება.

ტრენინგის მე-2 დღე

მუშაობაში დრო ისე სწრაფად გადის, ვერც ვიგებ სამუშაო დღე როგორ  ამოიწურა. ძალიან დავიღალე. ბევრი სიახლეა. შევეცდები დაღლილობა არ შევიმჩნიო და ისევე ენერგიულად გამოვიყურებოდე როგორც ჩვენი ტრენერი.ნათიას ენერგიულობა გადამდებია. 

понедельник, 22 сентября 2014 г.

დღე -1

სასიამოვნო დღეა, რომელიც სავსეა შთაბეჭდილებებით. ვსწავლობთ intelis -ის პროგრამას.. გავეცანით შესაბამის სახელმძღვანელოს და ამ სახელმღვანელოთი მუშაობას.რაც საკმაოდ შრომატევადია.